მეცხრე დღის რეფლექსია
მეცხრე დღეს მოვახდინეთ მთელი ინტელის სასწავლო პროგრამის შეჯამება. პროექტის პორტფოლიოს ჩვენება. შესწავლილის გაზიარება. პუბლიკაცია, რომელიც ახსნის პროექტების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში. მოსწავლეთა საჭიროების შეფასება. თემატური პორტფოლიოს პრეზენტაცია. ციტირებული დოკუმენტი. მოსწავლეთა ნიმუშების შეფასება. დამოუკიდებელი აზროვნების და მეტაკოგნიტური შემეცნების ხელშემწყობი შეფასება.დავათვალიერეთ ერთმანეთის პორტფოლიოები. ქალბატონო ნინო, უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. თქვენს პიროვნებაში ბევრი დადებითი თვისება აღმოვაჩინე. კარგი პედაგოგი , საუკეთესო ადამიანი და შესანიშნავი ტრენერი ბრძანდებით. მეამაყებით,რომ სიღნარის რაიონში ცხოვრობთ. მიხარია, რომ გაგიცანით. ,,გისურვებთ ერთს,უყვარდეთ ღმერთს."ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.